კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - „ქართული კოშმარის“ რეპრესიებს ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების წინააღმდეგ სანქციებით უნდა ვუპასუხოთ

ნახვები: 640 ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - „ქართული კოშმარის“ რეპრესიებს ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების წინააღმდეგ სანქციებით უნდა ვუპასუხოთ

საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები უნდა დაუწესოს და ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.

„მაშინ, როდესაც “ქართული კოშმარი” ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციის ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების [enablers] წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა იქნას დაშვებული და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს დასჯა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, - წერს კოლსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა