კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარკო მიხელსონი - ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

ნახვები: 674 მარკო მიხელსონი - ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

„გეთანხმები, ძვირფასო მეგობარო, მიხაილ როთ. გარდა ამისა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“, - წერს მიხელსონი.

შეგახსენებთ, მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს. „ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ - დაწერა როთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა