კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი აბუ-დაბიში მომხდარზე - დაპირისპირება წამოიწყო ირაკლი ზარქუამ, საქმეში ჩართულია პოლიცია

ნახვები: 710 ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი აბუ-დაბიში მომხდარზე - დაპირისპირება წამოიწყო ირაკლი ზარქუამ, საქმეში ჩართულია პოლიცია

აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ წევრებსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეში პოლიცია ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლაშა გაბიტაშვილის მეგობარმა, ნიკა ხატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლაშა გაბიტაშვილის მიზანია დამნაშავის დასჯა.

ამასთან, მისივე ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია ერთი პირი, თუმცა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ვინ დააკავეს, ზუსტად არ ვიცი. დააკავეს ის, ვინც თეფში ისროლა, თუმცა აქცენტი ამაზე დიდად არ გვაქვს. ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. ლაშა რაზეც მუშაობს არის ის, რომ საქმე აღიძრას და დაისაჯონ დამნაშავეები. საქმეში პოლიცია ჩართული. ლაშა მუშაობს აქტიურად, რომ პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები,“ - განაცხადა ნიკა ხატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა