კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელის პრემიერის ოფისი - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ნახვები: 668 ისრაელის პრემიერის ოფისი - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა დაადასტურა, რომ “ჰამასთან” მიღწეულია შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ, - ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს დაავალა, დღეს შეიკრიბოს, რის შემდეგაც შეთანხმების დასამტკიცებლად მთავრობა შეიკრიბება.

„ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას - როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.

შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შუამავალმა ქვეყნებმა : კატარმა, შეერთებულმა შტატებმა და ეგვიპტემ ოთხშაბათს გაავრცელეს. დოკუმენტი, რომელიც ძალაში კვირას უნდა შევიდეს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას და იქ მყოფი მძევლებისა და ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა