საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში

ნახვები: 725 დიდი ბრიტანეთის პრემიერი: გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში

გაერთიანებული სამეფო თავის სრულ როლს შეასრულებს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, მაგრამ „ გაერთიანებული სამეფო შეასრულებს სრულ როლს ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში - მათ შორის სამშვიდობო მისიისთვის ბრიტანული ჯარების განლაგებით“.

კითხვაზე - მზად იქნება თუ არა ამისათვის? - პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ სრულად შევასრულებთ ჩვენს როლს, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს. ეს ეხება იმას, თუ რა გავლენა აქვს გაერთიანებულ სამეფოზე და ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე. რადგან თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ამ აგრესიაში, ის გავლენას მოახდენს ყველა ჩვენგანზე ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გუშინ კიევში იმყოფებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა