კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ დებატებს გამართავს, 27 იანვარს კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენებას წარადგენენ

ნახვები: 661 ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ დებატებს გამართავს, 27 იანვარს კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენებას წარადგენენ

ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.

დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.

გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა