კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი- კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება

ნახვები: 691 ემანუელ მაკრონი- კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ბუნდოვანი გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ საფრთხის პირობებში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მეტი ახალგაზრდა მოხალისის მობილიზების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაკრონის თქმით, საფრთხის ზრდა საფრანგეთს იძულებულს ხდის, ადაპტირდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავდაცვის პრიორიტეტების სტრატეგიული მიმოხილვის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა და ევროპას „სტრატეგიული გამოღვიძებისკენ“ მოუწოდა.

"მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება", - განაცხადა მაკრონმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში არ შეიძლება იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპელების გარეშე და ევროპელების მიერ წარმოებული მოლაპარაკებების გარეშე.

„დღეს გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას მივცეთ საშუალება, ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან ჩაერთოს. ხვალინდელი გამოწვევა, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, იქნება უკრაინისთვის გარანტიების მიცემა, რომ მის ტერიტორიაზე ომი აღარ დაბრუნდება, ისევე როგორც ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - დასძინა მაკრონმა.

მან ასევე თხოვნით მიმართა საფრანგეთის მთავრობას და შეიარაღებული ძალების შტაბს, მიმდინარე წლის მაისამდე შეიმუშაონ წინადადებები, რათა ახალგაზრდა მოხალისეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისწავლონ შეიარაღებულ ძალებში და გააძლიერონ მისი რიგები.

„პროფესიონალური არმიის შემდეგ, ახლა ჩვენ გვჭირდება პროფესიონალთა რეზერვის მობილიზება, რათა უზრუნველვყოთ მხარდაჭერა და გაძლიერება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა