კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“

ნახვები: 665 გიორგი ვაშაძე - ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“

ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს. ვაშაძე აშშ-დან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით იმყოფებოდა.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ დღეიდან გაცილებით ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები.

„სალამი აშშ-დან, ვაშინგტონიდან. ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ს პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს. სწორედ ჩვენი პროტესტის ერთიანობის გამო, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები. რაც მთავარია, ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. წინ გამარჯვებისკენ. სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ. ძალა ერთობაშია“,-განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა