Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას ნათლად დაგვანახა, რომ რუსეთი არის ნამდვილად ბოროტების იმპერია-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 371 უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას ნათლად დაგვანახა, რომ რუსეთი არის ნამდვილად ბოროტების იმპერია-პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს, რადგან რუსეთთან ასეთი საუბარი მის იმპერიალისტურ ზრახვებს ახალისებს.

მანჯგალაძის განცხადებით, რუსეთის მიმართ დასავლეთის პასუხი მტკიცე უნდა იყოს.

„იგივე პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოსაც, რადგან არ შეიძლება, საქართველოს პუტინის კეთილი ნების ანაბარა დატოვება. ჩვენ ე.წ. არგაღიზიანების პოზიცია გვაქვს, რაც სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამო დასავლეთი რუსეთს არ უნდა დაუპირისპირდეს. ახლა განცხადებების დრო არ არის, ახლა არის მოქმედებების დრო. მოქმედება იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი საქართველოშიც მსგავსი სცენარის განვითარებას უფრო მეტ სიღრმეში გადაწყვეტს, იმ ხალხს ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაპირებთ, გვქონდეს ადეკვატური იარაღი. ადეკვატური იარაღი ნიშნავს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი იმისთვის, რომ შესაბამისი თავდაცვითი შეიარაღება გვქონდეს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, საქართველომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაზარდოს.

„ახლა რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, პირველ რიგში აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა იმისთვის, რომ თუ მსგავსი სცენარი განვითარდა და დააპირებენ მაგალითად ცენტრალური მაგისტრალის აღებას ან დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცდებიან, ჩვენ შესაბამისი იარაღი უნდა გვქონდეს. ძალიან მავნე და დამაზიანებელი რიტორიკაა, რომ ომს აზრი არ აქვს, რუსეთი დიდია, მაინც მოგვერევა და ბაბაია დავუძახოთ, ეს არის მხდალი ადამიანების პოზიცია და საქართველო ასე არ მოსულა, საქართველო მოვიდა ბრძოლით. ჩვენ არავის არ ვემუქრებით. საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და რუსეთთან საუბარი შეიძლება მხოლოდ საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ფარგლებში. რუსეთს ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის საქართველოში ადვილი გასეირნება არ იქნება და შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევს. თუ რუსეთი საქართველოში შემოსვლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, მას დიდი ფასის გადახდა მოუწევს. რუსეთი მუშაობს იმაზე, რომ მეზობელი ქვეყნები ომის გარეშე ფსიქოლოგიურად გატეხოს, ასეთი ბევრი სახელმწიფო ვიცით. თუ ჩვენს თავისუფლებას ვერ დავიცავთ, რუსეთი ამით ისარგებლებს. არავინ საუბრობს ომზე და იმაზე, რომ სტავროპოლი ავიღოთ, მაგრამ თუ რუსეთი საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტს, აქ დიდი ფასის გადახდას არავინ აპირებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა