კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - თუ მალე შეთანხმებას არ მივაღწევთ, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა რუსეთისთვის

ნახვები: 635 დონალდ ტრამპი - თუ მალე შეთანხმებას არ მივაღწევთ, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა რუსეთისთვის

ტრამპი პუტინს მაღალი დონის სანქციებითა და ტარიფებით ემუქრება, თუ ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე არ იქნება თანახმა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.

“თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ, თან მალე, სხვა გამოსავალი არ მექნება, გარდა მაღალი დონის გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესებისა ყველაფერზე, რასაც რუსეთი შეერთებული შტატებისთვის და სხვადასხვა სხვა მონაწილე ქვეყნისთვის ყიდის…

მოდით, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. შეგვიძლია ეს მარტივად გავაკეთოთ ან რთულად - მარტივი გზა ყოველთვის უმჯობესია.

“შეთანხმების მიღწევის” დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!” - წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა