კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 565 საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით,ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას.

„საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის" შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა - პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაციის კუთხით მაჩვენებელი მაღალი თუ იქნება, სამეცნიერო წრეებში გაჩნდა იმედი, რომ „ომიკრონის" შემდეგ კორონავირუსის ახალი აგრესიული შტამი აღარ უნდა წარმოიქმნას.

„ომიკრონი" შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების და თვითდამშვიდების საბაბს არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ რეკომენდაციები. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ აცრის მაჩვენებელი იქნება დიდი, დიდი ალბათობით ახალი აგრესიული შტამის გაჩენა არ უნდა იყოს მოსალოდნელი. თუ გაჩნდა ახალი შტამი, ის შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირება ასეთია, მაგრამ ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა