კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს-სოზარ სუბარი

ნახვები: 340 რუსეთი მეზობლების მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს-სოზარ სუბარი

რუსეთი მეზობლების მიმართ იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რაც დიდი ხანია, დაწყებული აქვს და რაც განსაკუთრებით მკაფიოდ 2008 წელს საქართველოში შემოჭრით და 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოვლინდა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის" აღიარებას არანაირი საერთაშორისო ძალა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას არანაირი საერთაშორისო ძალა არ აქვს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდგება. აუცილებლად დადგება დრო, როცა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება. ამას საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო დღის წესრიგი უზრუნველყოფს. პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები უნდა გავიმეოროთ, რომ ცივი გონებით, მშვიდად, აუღელვებლად და მართლა საერთაშორისო სამართლის ფაგლებში უნდა იყოს რეაგირება. გასაგებია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს ესკალაციის გასასზღდელად, მაგრამ ჩვენი რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა