კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია უკრაინაში-ექსპერტები

ნახვები: 425 როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია უკრაინაში-ექსპერტები

ერთი დაღუპული და 6 დაშავებული სამხედრო - დონბასში დაბომბვები გრძელდება. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დონეცკსა და ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 96-ჯერ დაარღვიეს.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსული ფორმირებები მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს იყენებენ.

სამხედრო-სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი სიტუაციის განვითარების ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს.

"გარკვეულ სამხედრო შეტაკებას თავიდან ვერ ავიცილებთ. მაგრამ არსებობს სიტუაციის განვითარების ორი სცენარი - პირველი: შესაძლოა, ნამდვილად იყო იერიში კიევზე და დაიწყოს ფართომასშტაბიანი დაპირისპირება. მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საზღვრებთან დიდი სამხედრო კონტინგენტის მობილიზების მიუხედავად, ისინი მაინც არ არიან საკმარისი რაოდენობის მსგავსი ოპერაციის შესასრულებლად. რაც შეეხება მეორე სცენარს, ის ლოკალურია - სიტუაცია დაიძაბება დონბასში, სროლები მეტად ინტენსიური გახდა. აზოვის ზღვაში კი მიმდინარეობს რუსული ფლოტის წვრთნები ესეც შეშფოთების საგანია რადგან ადრე მსგავსი არ მომხდარა,"- აცხადებს მუსიენკო.

ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის სამხედრო ექსპერტი იგორ კოზილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე კეთილგონივრული ნაბიჯი საქართველოსი და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია იქნება.

"რუსეთის პირდაპირი აგრესიის ფონზე მგონია, რომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა რაციონალური გადაწყვეტილებაა. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო. ასევე, მიმაჩნია, რომ რუსეთისნაირი აგრესორის ადგილი არ არის გაეროს რიგებში.

რაც შეეხება ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებას - მგონია, რომ არაფერი შეცვლილა. ჩვენ, უკრაინის საზოგადოება, ამისთვის მზად ვიყავით. რა არის გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკრაინის და საქართველოს დასახმარებლად? NATO-ში პირდაპირი ინტეგრაცია ყოველგვარი საცდელი პერიოდის გარეშე. ამის შესახებ პირველმა საქართველომ განაცხადა და მგონია, რომ ეს ყველაზე კეთილგონივრული ნაბიჯია," - აცხადებს კოზილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა