კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანალენა ბერბოკი - მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს, უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად

ნახვები: 470 ანალენა ბერბოკი - მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს, უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად

მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ერთად შეიძლება და ეს ნიშნავს: უკრაინასთან და ევროპელებთან ერთად - ჩვენ ერთად უნდა დავადგეთ ამ გზას, რათა ევროპაში მშვიდობა დაბრუნდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა POLITICO-ს მას შემდეგ განუცხადა, რაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და ტრამპმა რუს კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაც დააანონსა.

POLITICO-ს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟეც ესაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინას ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამასთან, მისი თქმით, წარმატებული სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა რუსეთის ბრძოლის ველზე დასუსტება, რადგან რუსეთს მშვიდობა უნდა აიძულონ.

„რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება მშვიდობისკენ მიმავალი გზაა. უკრაინის სიძლიერეში ინვესტიცია მშვიდობაში ინვესტიციაა. რუსეთის დასუსტება კი მშვიდობაში ინვესტიციაა. სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება ამაში მნიშვნელოვანი ელემენტია“, - აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონი საუბარს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა : ”ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვჭირდება. სამართლიანი მშვიდობა. უკრაინამ, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ ამაზე. ერთად."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა