კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა ბურჭულაძე - იუბილე მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით, გზის გადაკეტვას მედავებიან

ნახვები: 499 პაატა ბურჭულაძე - იუბილე მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით, გზის გადაკეტვას მედავებიან

მავნებლებმა [70 წლის იუბილე] 5000 ლარიანი ჯარიმით მომილოცეს!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე წერს.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან, რეალურად კი მსვლელობაში მონაწილეობდა და პარლამენტის წინ საერთოდ არ ყოფილა.

„გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ეტყობა, გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000 - ლარიანი ჯარიმით!

პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.

გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ, არ ვყოფილვარ პარლამენტთან.

კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერა ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ, ალბათ, მალე.

ამასაც გავუძლებთ! ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს!”, - წერს პაატა ბურჭულაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა