კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბერდია სიჭინავა - ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს

ნახვები: 512 ბერდია სიჭინავა - ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს

ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული. ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად, საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი “მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე”.

“დღეს, გამთენიისას, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტი განახორციელა გიორგი გახარიასა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიას და ჩვენს თანაგუნდელ ელგუჯა ხოკრიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წინასწარ მომზადებული, პარტიული “ზონდერჯგუფი” დაახვედრა, რომლის აგრესიასაც, აბსოლუტური უმოქმედობით, ხელს უწყობდა ადგილზე მყოფი, ივანიშვილის და “ოცნების” პერსონალურ მსახურად გადაქცეული პოლიცია.

საგულისხმოა, რომ პარტიული “ზონდერჯგუფის” წევრებს, სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ.

ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.

ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად, საქართველოდან არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ.

გახარიას ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილები უკანონო პატიმრების დროულად გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას შეცვლილ გარემოში და ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების არაღიარებას შეეხებოდა.

ივანიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის საკუთარ თავზე: ვპირდებით რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს - ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას.

მიუნხენის წარმატებულ ვიზიტს მოჰყვება სხვა კიდევ უფრო წარმატებული ვიზიტები. საკუთარ ქვეყანაში იზოლირებული, საკუთარი ხალხისგან მოკვეთილი ივანიშვილი, შიშისგან ვერ იაზრებს, რომ ჩვენი გუნდის ბრძოლას ვერაფერი გააჩერებს. ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავამ ასევე, ისაუბრა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. სიჭინავას თქმით, მათ 5-6 თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.

„ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვყავს ამ თავდასხმაში მონაწილე 5-6 თავდამსხმელი. ამიტომ, ჩვენ რაღაც ხელშესახებ შედეგებს გამოძიებისგან არ ველოდებით, რადგან ძალიან მარტივადაა საქმე. ამ თავდასხმის ორგანიზატორი, მთავარი დამკვეთი, პოლიტიკური შურისძიების ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები არიან ჭანჭიკები, რომლებმაც ეს შეასრულეს. ამიტომ, ამ გამოძიებისგან კი არ ველოდებით შედეგებს, ჩვენ ჩვენი სამართლებრივი გზებით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო ყურადღება იყოს, ამასთან, ვაწარმოოთ საერთაშორისო დავა, მათ შორის, იმ სასტუმროს წინააღმდეგ, რომელმაც ფაქტობრივად, თანამზრახველობა აღიარა კადრების არ გადმოცემით დაზარალებული მხარისთვის. ქართული, ოღონდ ნორმალური მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგებაც არ ასცდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ“, - აღნიშნა სიჭინავამ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს. მათივე ცნობით, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს. ასევე, გახარიას და მის თანაგუნდელს კვერცხები ესროლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა