კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დარახველიძე გახარიასთვის კვერცხების სროლაზე - ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება

ნახვები: 522 დარახველიძე გახარიასთვის კვერცხების სროლაზე - ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შს სამინისტრო სწავლობს აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, მომხდარზე „შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს და შესაბამისი რეაგირება განხორციელდება,“ - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრა, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო პოლიციამ. პარტიაში განმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა მოგვიანებით, კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან გიორგი გახარიას კვერცხებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა