კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior მესტიაში წარმატებით ჩატარდა

ნახვები: 465 თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior მესტიაში წარმატებით ჩატარდა

 

13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია.

შეჯიბრება ზურულდის მთაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს.

გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება მესტიის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და პრიზები გადაეცათ. შეჯიბრებას, სპორტულ სოფელში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, თვალს ადევნებდნენ ზამთრის სპორტის მოყვარულები და გულშემატკივრები. ამასთან, ყველას ჰქონდა საშუალება, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთ პროდუქციას და დაეგემოვნებინათ სვანური სამზარეულოს კერძები.

Svaneti Freeride Week Junior-ის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:

U14 სნოუბორდი: დემეტრე იოსელიანი (ოქრო)

 

U14 თხილამური: ნიკოლოზ გვარლიანი (ოქრო)

                                 ალექსანდრე მეტრეველი (ვერცხლი)

                                 ალექსანდრე ხერგიანი (ბრინჯაო)

 

U16 თხილამური: რეზი ჯაფარიძე (ოქრო)

                                 ნიკოლოზ ნაკანი (ვერცხლი)
                                 კახუნა გოშთელიანი (ბრინჯაო)

 

U18 თხილამური: საბა მჭედლიანი (ოქრო)

                                 რეზი ჭეხანი (ვერცხლი)

                                 დათუნა რატიანი (ბრინჯაო)

 


ფრირაიდის კვირეულმა ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენებს მისცა საშუალება თავი გამოეჩინათ მსოფლიო მასშტაბის ტურნირზე. ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარება, ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და მათი პროფესიული კარიერის განვითარებაზე ზრუნვა, თიბისის პრიორიტეტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხაზია. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ყოველწლიურად იზრდება მასშტაბი, დაინტერესება და ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა.

წელს, ზამთრის სპორტის მხარდაჭერას თიბისი გუდაურში გააგრძელებს. 20 მარტს,  Freeride Week Junior-ის მომდევნო ეტაპი გაიმართება.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა