კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკომისიის საგარეო საქმეთა პოლიტიკის სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის დაშინება - ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!

ნახვები: 497 ევროკომისიის საგარეო საქმეთა პოლიტიკის სპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის დაშინება - ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!

ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ კვერცხების სროლის ფაქტზე კომენტირებისას სპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პასუხი საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების შემცირება და მათთვის ფინანსური დახმარების გაყინვაა.

„როცა საქმე ეხება საქართველოს და მის დემოკრატიულ უკუსვლას, ჩვენ გვქონდა მკაფიო პასუხი, იქნება ეს [ხელისუფლებასთან] პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით, ფინანსური დახმარების გაყინვით, თუ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით. უფრო მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყველანაირი დაშინება სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს სირცხვილია და უნდა შეწყდეს!“ - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და სალომე ზურაბიშვილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა