კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედიის ადვოკატირების კოალიცია: მოვითხოვთ ჯიოშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ნახვები: 528 მედიის ადვოკატირების კოალიცია: მოვითხოვთ ჯიოშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის, უკანონო და ძალადობრივ დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი წარმოადგენს მორიგ დარტყმას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ.

"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჯიოშვილი დააკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებმაც მხოლოდ თვითმხილველების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინეს თავი სამართალდამცავებად. დაკავებისას ტელევიზიის ოპერატორი აცხადებდა, რომ დამკავებლები მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ.

სამართალდამცავებმა დროულად არ გასცეს ინფორმაცია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმაც. ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა მისი უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე მან არ იცოდა დაკავების მიზეზი. ოპერატორის მისამართით იყო მუქარა. ადვოკატის განცხადებით, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები.

აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები.

2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი "ქართული ოცნების" მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს ლაშა ჯიოშვილისა და ყველა უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას"- ნათქვამია განცხადებაში.

გვიან ღამით ტვ პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. შემთხვევა ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოპერატორს მანქანაში ძალის გამოყენებით სვამენ. 

რამდენიმე საათის განმავლობაში ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მოგვიანებით, ადვოკატებმა არაერთი მცდელობის შემდეგ გაარკვიეს, რომ ჯიოშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა