კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან-შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 349 მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან-შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ძალის ასეთ გამოყენებას და იძულებას 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია.

„ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეხვდებიან, რათა განიხილონ აღნიშნული კრიზისი და მორიგი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთის მისი ქმედებებისთვის დაუწესებს მასიურ და სერიოზულ საფასურს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან კოორდინირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს სანქციების მორიგ პაკეტს, რომელიც მუშავდება ევროკომისიის მიერ საბოლოო სახის მისაღებად და რომელსაც ევროკავშირის საბჭო სწრაფად დაამტკიცებს.

„ჩვენ ვწუხვართ ადამიანების გარდაცვალებისა და ჰუმანიტარული ტანჯვის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სასწრაფოდ აღმოაჩინონ ჰუმანიტარული საგანგებო დახმარება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ამ უპრეცედენტო კრიზისის წინაშე. ევროკავშირი გააგრძელებს პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირი ახორციელებს თავისი რეაგირების კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან და დიდ შვიდეულთან, რომლების ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა