კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ემანუელ მაკრონი - უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ნახვები: 495 ემანუელ მაკრონი - უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროპელ და კანადელ ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია - "ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა გვსურს უკრაინაში".

მისივე თმით, უკრაინის გვერდით "ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

“კიდევ ერთი გრძელი საუბარი მქონდა რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე, კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა გვსურს უკრაინაში.

უკრაინის გვერდით ვდგავართ და პასუხისმგებლობას ავიღებთ ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია და მე ვარ მისი გარანტორი.

ამ მიზანს ვიზიარებთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომ დავასრულოთ აგრესიული ომი, რომელსაც რუსეთი თითქმის სამი წელია აწარმოებს.

მშვიდობისთვის ჩვენი ძალისხმევები შემდგომი პრინციპების თანახმად გაგრძელდება, ჩვენს ინტერესებშია:

უკრაინა ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს [მოლაპარაკებებში] და მის უფლებებს პატივი უნდა ეცეს.

მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს და თან ახლდეს მტკიცე და სანდო გარანტიები.

ევროპული უსაფრთხოების ინტერესები გათვალისწინებულ უნდა იქნას.

დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპისთვისა და თითოეული ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისა და შესაძლებლობების გაზრდა.

გადაწყვეტილებები მომავალ დღეებსა და კვირებში იქნება მიღებული”, - წერს მაკრონი.

მაკრონის ინიციატივით გამართულ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ რუმინეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, კვიპროსი, ფინეთი, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ესტონეთი, საბერძნეთი, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, სლოვენია და ჩეხეთი.

ცნობისთვის, 17 თებერვალს გამართულ პირველ შეხვედრაში ემანუელ მაკრონის გარდა მონაწილეობას იღებდნენ: კირ სტარმერი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ოლაფ შოლცი (გერმანიის კანცლერი), ჯორჯა მელონი (იტალიის პრემიერ-მინისტრი), პედრო სანჩესი (ესპანეთის პრემიერ-მინისტრი), დიკ სხოფი (ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი), მეტე ფრედერიკსენი (დანიის პრემიერ-მინისტრი), მარკ რუტე (ნატოს გენერალური მდივანი), ურსულა ფონ დერ ლაიენი (ევროკომისიის პრეზიდენტი) და ანტონიო კოსტა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა