კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარკ რუტე- გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები

ნახვები: 458 მარკ რუტე- გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები

ვისაც 2%-ამდე არ გაუზრდია თავდაცვის ხარჯები, მათ ვეუბნები, რომ ჩემს ზარებზე თუ არ აქვთ რეაქცია, შეიძლება ძალიან სასიამოვნო ადამიანმა დაურეკოს ვაშინგტონიდან. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “22-23 სახელმწიფო” უკვე ხარჯავს მინიმალურად საჭირო მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე, მაგრამ არიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია.

“მათ აქტიურად და ინტენსიურად ვესაუბრები, რათა დავრწმუნდე, რომ აჩქარდებიან და 2%-ს მიაღწევენ. ვფიქრობ, ყველა მათგანმა ეს შემდეგ ზაფხულამდე უნდა გააკეთოს.

და მათ ვეუბნები: ჩემს სატელეფონო ზარებზე თუ არ რეაგირებთ, შეიძლება სატელეფონო ზარები მიიღოთ ძალიან სასიამოვნო კაცისგან ვაშინგტონიდან, რომელსაც, ასე ვთქვათ, მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევა სურს.

ასე რომ, ჩემგან თუ არა, მათ შეიძლება სატელეფონო ზარები სხვა ვინმესგან მიიღონ. ჩვენ ყველამ ნამდვილად უნდა მივაღწიოთ 2%-ს, ეს საკვანძოა”, - განაცხადა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა