პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ნონა ქურდოვანიძე: 5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და არაკონსტიტუციურია

ნახვები: 531 ნონა ქურდოვანიძე: 5000-ლარიანი ჯარიმა 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს და არაკონსტიტუციურია

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ დაწესებულ მასობრივ ჯარიმებზე წერს. მისი შეფასებით, 5000-ლარიანი ჯარიმების დაკისრება იმ მოტივით, რომ გზის გადაკეტვა ხალხის არასაკმარისი რაოდენობის გამო უკანონოდ ჩაითვალა, კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი ფორმალურად ირღვევა, არაძალადობრივი ქცევა/პროტესტი სისხლისსამართლებრივ დასჯას არ უნდა დაექვემდებაროს.

5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია.

ამ პრინციპების შესახებ ძალიან კარგად იცის ყველა მოსამართლემ და ამ არაადამიანური სამართალდარღვევათა კოდექსის პირობებშიც შეუძლიათ გამოსავლის პოვნა და ამ დასჯის არგამოყენება.

თუმცა, ამ საქმის განმხილველი მოსამართლეები მოსამართლის მანტიას ტყუილად ატარებენ და ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს", – წერს ფეისბუქზე ნონა ქურდოვანიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა