კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი

ნახვები: 464 ოლაფ შოლცი - ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები, შედეგზე მე ვარ პასუხისმგებელი

გერმანიის კანცლერი, “სოციალ-დემოკრატების” (SPD) ლიდერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები "მწარეა" მისი პარტიისთვის და მას "მარცხად" აფასებს.

ბერლინში მხარდამჭერებთან საუბრისას შოლცმა თქვა, რომ ეს არის მომენტი "როდესაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავაგეთ არჩევნები".

წინა არჩევნებზე, მისი თქმით, პარტიას „უკეთესი“ შედეგი ჰქონდა, რაზეც „პასუხისმგებელი“ იყო და დასძინა, რომ ეს შედეგი „უარესია და ამაზეც მე ვარ პასუხისმგებელი“.

შოლცმა მიულოცა კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერს ფრიდრიხ მერცს.

ამასთან, შოლცის თქმით, ის ვერასდროს მიიღებს, ულტრამემარჯვენე პარტიას.

„ახლა ჩვენ გვყავს ულტრამემარჯვენეები - AfD - და ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს ასეთი კარგი შედეგი არის ის, რასაც ვერ მივიღებთ და მე არასოდეს მივიღებ“, -განაცხადა შოლცმა და დასძინა:

„ჩვენ უნდა დავიცვათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობდით, არ უნდა ვიმუშაოთ ულტრამემარჯვენეებთან“, - ამბობს შოლცი და აღნიშნავს, რომ იმედოვნებს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები „ამ დაპირებას შეასრულებენ“.

ის განაგრძობს იმას, რომ მას სურს მისი პარტია დარჩეს „მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად მომავალში".

"დარწმუნებული ვარ, რომ... ჩვენი ღირებულებები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი დარჩეს", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული“ პარტია მესამე ადგილზეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა