კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი კაპიტალის განახლება

ნახვები: 482 წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი კაპიტალის განახლება

 თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფასება ეყრდნობა ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვას, რომლებიც ნახატებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების ქვეჯგუფის იმპორტში დაფიქსირდა და მთლიანი იმპორტის, დაახლოებით, 1/3 შეადგინა. თავისთავად, მსგავსი ტიპის ტრანზაქციები უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის შესაფასებლად ნაკლებად რელევანტურია.

 

წმინდა შემოდინებების მატება თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან. როგორც წინა განახლებაში „რატომ მყარდება ლარი?“  იყო აღნიშნული, მიმდინარე მოვლენების ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითია, განსაკუთრებით იმპორტის კუთხით, თუმცა არა - ლარზე. თიბისი კაპიტალის შეფასებით, დეკემბერსა და იანვარში როგორც ჯამურად, ერთჯერადი ფაქტორების გარეშე, ასევე ხანგრძლივი მოხმარების საქონლის იმპორტის მხრივ, შენელება იკვეთება. ამავდროულად, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემებზე დაყრდნობით, თებერვლის პირველ ნახევარში ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტებზე დანახარჯები შედარებით გაზრდილია. წინა თვესთან შედარებით, მატება ფიქსირდება არარეზიდენტებისა და მიგრანტების ხარჯებშიც, თუმცა, წლიურ ჭრილში, აღდგენა უფრო სუსტია.

 

იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ მოხმარების ზრდას სენტიმენტების შედარებით გაუმჯობესება განაპირობებს, ზრდა იმპორტშიც გამოიკვეთება, რაც ლარზე პოზიტიურ ეფექტს შეასუსტებს. ამავდროულად, ასეთ სცენარში გასათვალისწინებელია ე.წ. კარგი დროის ბუფერი, რაც დეპოზიტების კვლავ ლარში კონვერტაციას მოიაზრებს; აგრეთვე, უფრო ძლიერი სავალუტო დაკრედიტება და, სავარაუდოდ, ტურიზმიდან მეტი შემოსავლებიც.

 

მაშინ, როდესაც ტურიზმიდან შემოსავლები შიდა მოვლენებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ექსპორტი და ფულადი გზავნილები, დიდ წილად, ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. იანვარში კვლად ტრადიციული წყაროებიდან ჩარიცხული გზავნილები დომინირებდა, განსაკუთრებით ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, რომელთა წილმაც თითქმის 50% შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ექსპორტშიც, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის კუთხით, თუმცა აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის მატებაც.

 

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის დაწყებული მოლაპარაკებების კონტექსტში, თავისთავად, მიგრაციის ნაკადის მდგრადობა საყურადღებო გამოწვევაა. ამ მხრივ, მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა