კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბრიტანელი მინისტრი ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე - კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს

ნახვები: 528 ბრიტანელი მინისტრი ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე - კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს

დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.

დოუთიმ გაიმეორა ზომები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა საპასუხოდ გაატარა.

“სერიოზული შეშფოთებები მაქვს საქართველოს ოფიციალურ პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევაზე და ეს სრულიად მიუღებელია.

საპასუხოდ, საქართველოს მთავრობისადმი დახმარება შევაჩერეთ, შევზღუდეთ თავდაცვითი თანამშრომლობა და შევზღუდეთ “ქართულ ოცნებასთან” ჩართულობა. სავიზო აკრძალვები და სანქციები დავუწესეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე.

ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ თემთა პალატაში გამოსვლისას.

დოუთიმ ასევე პასუხი გასცა დეპუტატი პერან მუნის (ლეიბორისტული პარტია) კითხვას, გეგმავს თუ არა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რომელიც დეპუტატმა როგორც “პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი” აღწერა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად იგივე “ხელწერას” იყენებს, რასაც რუსეთში იყენებდნენ.

მუნმა ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში ან ბრიტანულ ზღვისიქითა ტერიტორიებშია განთავსებული.

“პირველ რიგში მინდა მადლობ გადავუხადო მას [პერან მუნს] და PACE-ის დელეგაციის მიერ კოლეგა წევრებს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც აკეთებენ, მათ შორის საქართველოს საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე ევროპელებთან ერთად ვიდგეთ ევროპის საბჭოში.

აშშ-სთან კოორდინაციაში გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს [გომელაურს], მის მოადგილეს [დარახველიძეს] და პოლიციის სამ მეთაურს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე საქართველოში.

მაშინ, როდესაც ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან ამის გაკეთება შედეგს შეამცირებს”, - განაცხადა დაუთიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა