კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯორჯია მელონი - უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები

ნახვები: 594 ჯორჯია მელონი - უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები

უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შეუძლებელია, თუ კიევს არ მიეცემა გარანტიები, რომ რუსეთი ქვეყანაში ხელახლა არ შეიჭრება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ რომში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საჭიროა ძალისხმევა უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის საფუძველი ჩასაყრელად, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევს მიეცემა უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატო-ს კონტექსტში უნდა განხორციელდეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო სტრუქტურა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომელიც არც მყიფე იქნება და არც დროებითი, რათა აღარ იყოს რისკი იმისა, რომ ევროპა კვლავ შეიძლება ჩავარდეს ომის დრამაში. სხვა გადაწყვეტილებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, უფრო რთული და ნაკლებად ეფექტური მეჩვენება“, - აღნიშნა მელონიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა