თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კირ სტარმერი - „მშვიდობა უნდა მოვიგოთ“ - ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს

ნახვები: 465 კირ სტარმერი - „მშვიდობა უნდა მოვიგოთ“ - ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს

მშვიდობა უნდა მოვიგოთ, ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოში.

ამასთან, სტარმერის განცხადებით, ფსონები ძალიან მაღალია და მოკავშირეები ერთად იმუშავებენ, რათა კარგ შეთანხმებას მიაღწიონ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება და რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაეხმარება და რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა, შეაჩეროს პუტინი "მეტისთვის დაბრუნებისგან".

“დღემდე გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ახლა ფოკუსირებულები ვართ, რომ მყარი დასასრული მოვუტანოთ უკრაინაში ბარბაროსულ ომს. ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენს ღრმა და პერსონალურ ჩართულობას, რომ მშვიდობა მოიტანოთ და მკვლელობები შეაჩეროთ. მომენტი შექმენით უდიდესი შესაძლებლობისთვის, რომ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ.

შეთანხმებას, რომელსაც ჩემი აზრით, აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის მიზანი. მაგრამ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. ცნობილი გამოთქმაა გაერთიანებულ სამეფოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - რომ "მშვიდობა უნდა მოვიგოთ". და ეს უნდა გავაკეთოთ ახლა, ვინაიდან, ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს. ვთანხმდებით, რომ ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის.

ასე რომ, ფსონები ძალიან მაღალია და ერთად მუშაობას ვაპირებთ, რათა კარგ შეთანხმებას მივაღწიოთ. დღეს განვიხილეთ გეგმა, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება, რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაგვეხმარება, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა შეაჩეროს პუტინი მეტისთვის დაბრუნებისგან,” - განაცხადა სტარმერმა.

სტარმერმა გაიმეორა, რომ ბრიტანეთი მზად არის, უკრაინაში ხმელეთზე ჯარისკაცების და ცაში თვითმფრინავების გასაგზავნად.

ასევე, სტარმერს ჰკითხეს, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სანდო. სტარმერმა კი უპასუხა, რომ მისი შეხედულებები რუსეთის პრეზიდენტზე კარგად არის ცნობილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა