კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნონა ქურდოვანიძე - რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას აქვს ევროკავშირის და იმ იდეების დისკრედიტაციის მიზანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია

ნახვები: 561 ნონა ქურდოვანიძე - რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას აქვს ევროკავშირის და იმ იდეების დისკრედიტაციის მიზანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია

რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას აქვს ევროკავშირის და იმ იდეების დისკრედიტაციის მიზანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია, - ასე აფასებს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე რუსეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად „ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს - დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“.

ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კრიზისს და რეალობას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული პროპაგანდა ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს და შემდგომ ეს ვრცელდება ქართულ სივრცეში შესაბამისი პროპაგანდისტული არხების მიერ, ეს ნიშნავს, რომ ამას აქვს მხოლოდ და მხოლოდ დისკრედიტაციის მიზანი, მათ შორის ევროკავშირის და იმ იდეების დისკრედიტაციის მიზანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კრიზისს და რეალობას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. აქ რაიმე საგნობრივი დისკუსია და მსჯელობა იმაზე, როგორ შეიძლება საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საერთოდ დავიწყებულია და ყველაფერი დგას იმაზე, როგორ უნდა შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება ქვეყანაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას პროტესტით ხვდება და არსებობს პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

აღნიშნული განცხადება ნონა ქურდოვანიძემ მედიასთან, „თბილისი მარიოტში“ გააკეთა, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?“. ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ თვითონ აქვს გაცხადებული, რომ ეს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროინტეგრაციას, რა ნაბიჯებია ამისთვის გადასადგმელი, თუმცა ყველამ იცის ბოლო დროს საქართველოში რა მდგომარეობაა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ თვითონ აქვს გაცხადებული, რომ ეს პროცესი შეჩერდა, რასაც დიდი საპროტესტო მუხტი მოჰყვა და საზოგადოება ამას დღემდე აპროტესტებს ქუჩაში. ასეთ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ საქართველო რაიმე ფორმით მიდის ევროკავშირისკენ, სრულიად ზედმეტია. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ გაუარესებულ საკანონმდებლო რეგულაციებს, გაუარესებულ მდგომარეობას ინსტიტუტების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, გაუარესებულ პრაქტიკას და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას მოისმენს „ქართული ოცნება“, ეს ის გზაა, რაც საქართველოს მოსახლეობის ნებას შეესაბამება და კონსტიტუციაშია განმტკიცებული. ამიტომ ამ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და კონსტიტუციური კუთხით, გამოსავალი არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ამას ითხოვს ხალხი ქუჩაში აქციებზე“, -განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა