კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა

ნახვები: 473 კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში მარკ კარნიმ გაიმარჯვა

გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პარტიის ლიდერის არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა და მარკ კარნიმ 131 674 ხმა, ანუ ხმების 85.9%-ი მიიღო.

ჯასტინ ტრუდო ჯერ ოფიციალურად უნდა გადადგეს იმისთვის, რომ კარნიმ დადოს ფიცი გენერალური გუბერნატორის წინაშე, რომელიც კარნის მთავრობის ფორმირებისთვის მიიწვევს.

არჩევნებში გამარჯვებულმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით.

„ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს", - აღნიშნა კარნიმ.

მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ქვეყანას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარები უქმნის.

„ჩვენ მას წარმატების უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ ძლიერი კანადა ვართ“, - განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.

„ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“, - აღნიშნა კარნიმ.

ამასთან, კანადაში საყოველთაო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, რომლის დროსაც კანადელ ხალხს მიეცემა საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა