გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

უკრაინა მზად არის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის - აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას

ნახვები: 480 უკრაინა მზად არის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის - აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას

უკრაინა მზად არის შუალედურ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას. ამის შესახებ საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, აშშ “დაუყოვნებლივ გააუქმებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე პაუზას და განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, აშშ-მა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება შესთავაზა, რომელსაც უკრაინული მხარე დათანხმდა: “რათა შევიდეთ ცეცხლის შეწყვეტაში და შევიდეთ მოლაპარაკებებში, რომ დავასრულოთ კონფლიქტი ისე, რომ მყარი და გამძლე იყოს”.

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ წინადადება მოიაზრებს “ცეცხლის სრულ შეწყვეტას ფრონტის ხაზზე, არა მხოლოდ საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინელმა შემოგვთავაზეს”.

რუბიოს თქმით, აშშ ახლა “ამ წინადადებით რუსებთან მივა” და მას “იმედი აქვს”, რომ ისინი დათანხმდებიან.

სახელმწიფო მდივნის თქმით, “ბურთი ახლა მათ [რუსების] მოედანზეა”. მან აღნიშნა, რომ თუ რუსები უარს იტყვიან “მაშინ, სამწუხაროდ, გვეცოდინება მშვიდობისთვის შემაფერხებელი რა არის”.

რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება დღევანდელი მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა