სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი -უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

ნახვები: 379 ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი -უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის ახალი მიმართვა - ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნის მოსახლეობა ერთიანია და გაუმკვდება ყვალა გამოწვევას.

ქვეყნის მეთაურის თქმით, ყველა შესაბამისი უწყება მზადყოფნაშია და პანიკა საჭირო არ არის. მან მოქალაქეებს მოუწოდა, მიყვნენ იმ ინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური უწყებები გაავცელებენ.


"მტერს სერიოზული ზიანი მივაყენეთ როგორც დონბასსა და ლუგანსკში, ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას"- თქვა სპეციალურ განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა.

"ახლა უკრაინის მიტაცება მიმდინარეობს. არ არსებობს პოლიტიკური ოპონენტები, ყველანი მოქალაქეები ვართ, ჩვენ ქვეყნის ერთიანობას დავიცავთ"- თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მტერმა სერიოზული დანაკარგები განიცადა.

"ჩვენი მიწის დაცვისთვის უკრაინა უკვე გასცემს და მომავალშიც მისცემს იარაღს ყველა მსურველს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სანქციები კიდევ უფრო გაუზარდონ რუსეთს.

"რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ისევე, როგორც ეს გააკეთა ფაშისტურმა გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის მთავარსარდალი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ისტორიას სხვადასხვა მხარეს დგანან და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი.

მან რუსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, ვისავ "სინდისი არ დაუკარგავს, უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს უკრაინასთან ომი".

გამოსვლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეს მიმართა, დაიცვან უკრაინა:

"გამოცხადდოთ განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ"- თქვა მან.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა