კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას

ნახვები: 458 დონალდ ტრამპი - იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ტრამპის თქმით, "მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ".

“უკრაინა. ცეცხლის შეწყვეტა. ცოტა ხნის წინ შევთანხმდით ამაზე.

ახლა რუსეთთან უნდა მივიდეთ და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ასევე, დათანხმდება ამას და შევძლებთ ამ საშინელი ომის დასრულებას…

ეს ცეცხლის სრული შეწყვეტაა. უკრაინა დათანხმდა ამას და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დათანხმდება. მათ შევხვდებით დღეს მოგვიანებით და ხვალ. და იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ შევძლებთ, რომ რუსეთმა ეს გააკეთოს - შესანიშნავი იქნება, თუ არა - ეს გაგრძელდება და ხალხი დაიხოცება, ბევრი ხალხი”, - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაპატიჟებული თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა “რა თქმა უნდა, აბსოლუტურად”.

ცნობისთვის, საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის შუალედური 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა