კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები მოვისმინეთ

ნახვები: 492 ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები მოვისმინეთ

პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, მას, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებას "მანიპულაციური" უწოდა.

“ახლა ჩვენ ყველამ რუსეთიდან პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები მოვისმინეთ ფრონტზე სიჩუმის იდეაზე საპასუხოდ - ის ფაქტობრივად უარს ამზადებს ამ მომენტის მდგომარეობით. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტი ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს, უკრაინელების მოკვლა სურს.

და ამიტომ ისინი იქ, მოსკოვში, სიჩუმის იდეას ისეთ წინაპირობებს უწყობენ, რათა საერთოდ არაფერი არ გამოვიდეს ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პუტინი ამას ხშირად აკეთებს - “პირდაპირ არ ამბობს “არა”, მაგრამ ისე აკეთებს, რომ პრაქტიკულად ყველაფერს აჭიანურებს და შეუძლებელს ხდის ნორმალურ გამოსავლებს.”

მისი თქმით, ეს ყველაფერი მორიგი რუსული მანიპულაციებია.

“ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებენ. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გაწელავს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება, - ეს რუსეთია. მათ ომის სჭირდებათ. პუტინმა მშვიდობის წლები მოიპარა და ამ ომს აგრძელებს - დღიდან დღემდე. ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო. საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც დაგვეხმარება. მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რომ რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა