კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

The Telegraph - ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა

ნახვები: 626 The Telegraph - ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა

ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, იელის უნივერსიტეტში მოქმედ სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მუშაობს, დაფინანსება შეუჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

The Telegraph-ი წერს, რომ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ კვლევით ლაბორატორიას, რომლის ძალისხმევითაც უკრაინაში ასობით ბავშვი დაბრუნდა, ილონ მასკის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მიერ ფედერალური ხარჯების შემცირების შედეგად, დაფინანსება შეუჩერდა.

„ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორიის მკვლევრებს შეატყობინეს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით მუშაობისთვის მათი საქმიანობის დაფინანსება შეჩერდა. ჰუმანიტარული კვლევითი ლაბორატორია ღია კოდის გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიზისებს იძიებს და იკვლევს“, - განაცხადა იელის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთმა დაახლოებით, 20000 უკრაინელი ბავშვი გაიტაცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა