კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

როჯერ უიკერი - საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები გამოდიან - ლიდერებმა არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით

ნახვები: 513 როჯერ უიკერი - საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები გამოდიან - ლიდერებმა არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით

საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან - მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) X-ზე წერს.

„საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან. მე მხარს ვუჭერ ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა პატივი უნდა სცენ თავიანთი მოქალაქეების მოწოდებას ანგარიშვალდებულებისკენ და არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით“, - წერს უიკერი.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა