მამუკა გამყრელიძე - ბატონმა პრემიერმა ან საქართველოს ისტორია არ იცის ან სულელები ვგონივართ და ბანალურად გვატყუებს
ADF neutralizes 111 of 133 Russian drones used to attack Ukraine overnight
Russian army loses another 1,310 troops in war against Ukraine
Lubinets to propose working group to new defense minister to reform Ukraine's mobilization system
Zelensky says Russia can and must end war after Ukrainian operation in Novorossiysk
Zelensky, Pashinyan discuss priority areas for Ukraine-Armenia cooperation
დრონებით იერიში ბაშკორტოსტანში - ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრში
Drones attack oil refinery, Wildberries logistics center in Bashkortostan — media

BM.GE - 2024 წელს უძრავ ქონებაში $155.3 მლნ-ის FDI ჩაიდო - TOP ინვესტორი ქვეყნები/კომპანიები

ნახვები: 702 BM.GE - 2024 წელს უძრავ ქონებაში $155.3 მლნ-ის FDI ჩაიდო - TOP ინვესტორი ქვეყნები/კომპანიები

უძრავი ქონება ქვეყნის ეკონომიკის ის დარგია, რომელიც 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიუხედავად, უძრავ ქონებაში ჩადებული FDI-ს მოცულობა 155 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამგვარად ეკონომიკის სექტორების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეიტინგში უძრავ ქონება 11.6%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს. მას საფინანსო-სადაზღვევო და დამმუშავებელი მრეწველობა უსწრებს.

უძრავ ქონებაში პირდაპირი უცხოური კაპიტალის დინამიკას წლების მიხედვით თუ შევხედავთ, ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასეთია:

2020 წელი - $53.7 მლნ;

2021 წელი - $44.3 მლნ;

2022 წელი - $370.5 მლნ;

2023 წელი - $111.2 მლნ;

2024 წელი - $155.3 მლნ;

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელი ქვეყნები არიან უძრავი ქონების უმსხვილესი ინვესტორები საქართველოში და ასევე რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI კონკრეტულად ამ სექტორში. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2024 წელს უძრავ ქონებაში ყველაზე დიდი ინვესტიციები აშშ-დან და ისრაელიდან შემოვიდა.

უძრავი ქონების ინვესტორი - ქვეყნების რეიტინგი:

  1. აშშ - $37.7 მლნ;
  2. ისრაელი - $32.3 მლნ;
  3. რუსეთი - $17.4 მლნ;
  4. პოლონეთი - $11.1 მლნ;
  5. საუდის არაბეთი - $8.2 მლნ;
  6. კვიპროსი - $7.1 მლნ;
  7. თურქეთი - $6 მლნ;
  8. გერმანი - $5.2 მლნ;
  9. უკრაინა - $4.8 მლნ;
  10. აზერბაიჯანი - $4 მლნ;

ამ ქვეყნების გარდა გასულ წელს უძრავ ქონებაში ინვესტიციები ჩაიდო ყაზახეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლატვიიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, ბელიზიდან, ლიეტუვიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, კატარიდან, ჩინეთიდან და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებიდანაც.

TOP-5 ინვესტორი კომპანია კი რომელიც საქართველოში უძრავი ქონების სექტორში ოპერირებს და სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო შემდეგია:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში; SOCAR-ის საქართველოს ფილიალია;

 

  • შპს მიკადო ჯორჯია რუსთავის ავტობაზრობის მმართველი კომპანიაა. საქართველოში 2007 წელს რეგისტრირებული შპს არის, რომლის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენი უსტინოვია, ხოლო 100% წილის მმართველი ბელიზში რეგისტრირებული შპს „მიკადო ინვესტმენტსია“.

 

  • შპს სიბიდი დეველოპმენტი - კომპანია თბილისში მულტიკომპლექსურ ცენტრ East Point-ს მართავს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იან წილს კვიპროსში რეგისტრირებული EP GEORGIA HOLDINGS LIMITED მართავს. საქართველოში ის როგორც შპს 2010 წელს დარეგისტრირდა, მისი მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, გენერალური დირექტორი კი უკრაინის მოქალაქე სერგი ტრიფონოვი, დეველოპმენტ დირექტორი კი გიორგი რუსიაა.

 

  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია - წარმოადგენს დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ათწლეულზე ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ფლობს და მართავს „სითი მოლი“–ს ბრენდის ქვეშ გაერთიანებულ ორ სავაჭრო ცენტრს „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“–ს აქტივი 100 000-მდე მ2 სავაჭრო ფართი და 400–ზე მეტი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიაა, რომლებიც სითი მოლის სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული. კომპანიის ერთ-ერთი მათგანი მასშტაბური პროექტი CITYZEN Central Park-ია, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია.

 

  • შპს დალედ ინვესთმენთს - ისრაელური კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი ისრაელის მოქალაქე იცხაკ გრინოლდია. რეესტრის მიხედვით, კომპანია 2023 წლის თებერვალში დარეგისტრირდა.

 

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა