Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 444 „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

 

„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის “დაფნაში” გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს.

 

ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერი — თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეს განსაკუთრებული ატმოსფერო გასდევს. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა.

 

სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც “დაფნას” დამფუძნებელი, ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ ისტორიული წარსულის მქონე შენობას და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ  გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს.

 

„ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმ — ამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობის გამო, გადავწყვიტეთ, ისევ თიბისისთვის მიგვემართა და ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა ეს ნაბიჯი. მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგული ცნობადობის გაზრდაშიც”, - ამბობს ნიკოლოზი.

 

უახლოეს მომავალში “დაფნას” დამფუძნებელი გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის თავშეყრის ადგილის გახსნას აანონსებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა