კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარკო რუბიო - უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით

ნახვები: 499 მარკო რუბიო - უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით

უკრაინაში მშვიდობის მიღწევასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ვიყავით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ორი კვირის წინ ან ექვსი თვის წინ ვიყავით. ეს ომი უკვე სამი წელია გრძელდება და პრეზიდენტს მისი დასრულება სურს“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, გასულ კვირას საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ „უკრაინის დელეგაციისგან კარგი მხარდაჭერა მიიღეს“.

„ისინი დათანხმდნენ, რომ სროლა შეწყვიტონ და ყველაფერი ისე გაყინონ, როგორც არის, რათა ჩვენ საუბრის დაწყება შევძლოთ იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდეს ეს სამუდამოდ. ახლა კი, რუსების მხრიდანაც მსგავსი რამ უნდა მივიღოთ. სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გასულ კვირას პუტინს შეხვდა და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ის გარკვეული ინფორმაციით დაბრუნდა, მაგრამ ხვალ პრეზიდენტის პუტინთან საუბრის შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება“, - აღნიშნა რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა