კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტელეფონით დონალდ ტრამპს ესაუბრა

ნახვები: 502 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტელეფონით დონალდ ტრამპს ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ცნობით, კირ სტარმერსა და აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა.

„პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შესახებ აცნობა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

ასევე, პრესსპიკერის განცხადებით, მხარეებმა აშშ-ს მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო იერიშებიც განიხილეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა