კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 603 პაციენტი

ნახვები: 377 კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 603 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 7 482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 583 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 21 538, „პისიარ"-ტესტით - 14 045.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 21,03%, ბოლო 14 დღის - 28,49%, ბოლო შვიდი დღის - 25,38%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 591 936 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 462 572 გამოჯანმრთელდა, 16 054 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 811 285 აცრა, დღიურად აცრილია 2 532.

კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 020 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 599 პირი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა