კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მაღალჩინოსნების „ჩატში“ შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტის დამატებაზე - „ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა

ნახვები: 563 აშშ-ის თავდაცვის მდივანი მაღალჩინოსნების „ჩატში“ შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტის დამატებაზე - „ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა

„ჩატში“ სამხედრო გეგმების შესახებ მიმოწერა არ ყოფილა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში“ დაამატა, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ.

„სამხედრო გეგმების შესახებ შეტყობინებებს არავინ გზავნიდა და ეს არის ის, რისი თქმაც ამის შესახებ შემიძლია“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა გოლბერგს „მატყუარა“ უწოდა.

„ეს არის მატყუარა, დისკრედიტირებული ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც ტყუილების გავრცელება თავის პროფესიად აქცია“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.

გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეაციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ „არაფერი იცის“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა