Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

ირაკლი კუპრაძე - საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვა ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა

ნახვები: 555 ირაკლი კუპრაძე - საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვა ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა

მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქმე პროკურატურას გადასცა და პოლიტიკური განცხადებებით, პატიმრობას ითხოვს- ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა პუტინის სტილში! - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით კუპრაძე იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

“მამუკა ხაზარაძის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, არალეგიტიმურმა პარლამენტმა საქმე პროკურატურას გადასცა და პოლიტიკური განცხადებებით პატიმრობას ითხოვს!

ეს იქნება პოლიტიკური დევნის და პატიმრობის ყველაზე „ქოცური“ შემთხვევა პუტინის სტილში!

შიში არ არსებობს, როცა საქმე პრინციპებს და ქვეყნის მომავალს ეხება?“, - წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა