კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კუპრაძე - ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება

ნახვები: 569 ირაკლი კუპრაძე - ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება

გამოწვევა მიღებულია - ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმითვე, ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ „ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის სწორი პასუხების გაცემა შევძლოთ“.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ - გამოწვევა მიღებულია. ეს გამოწვევა კოალიციამ და მისმა ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სრულად მიიღეს მაშინ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს, გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული კონსტიტუციის, ძალაუფლების შედეგად შექმნილ ერთპარტიულ ბანდას, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს დღეს ეშინია მთავარი ოპონენტის - ძლიერი კოალიციის, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია და ის შედგება იმ ადამიანების სახით, რომელსაც თქვენ ხედავთ.

ჩვენთვის მთავარი მიზანი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა დაემატოს ამ სიას, ჩვენ ამ ორ მთავარ მოთხოვნას არ გადავუხვევთ. დავრჩებით ერთგული საქართველოს მოქალაქეების მთავარი მორალური ღერძისადმი, რაც არის სამართლიანობა, დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. ეს საკუთარ თავში გულისხმობს ევროინტეგრაციასა და ევროპულ მომავალს. ჩვენთვის ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ შევძლოთ სწორი პასუხების გაცემა ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის. ჩვენ გადავედით იმ რეჟიმზე, სადაც ჩვენი თითოეული რაიონული ორგანიზაცია მზადაა, წინააღმდეგობაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება. ერთიანი, ძლიერი საქართველო დღეს თქვენს წინაშე დგას და ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. კომისია პროკურატურისთვის მიმართვის საკითხზე იმსჯელებს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა