კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ-ვოლოდიმირ ზელენსკი

ნახვები: 329 ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ-ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენს ვისმენთ ჩვენს ცასა და მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია მათი თავისუფლების დაცვა. მან უკრაინელებს მობილიზაციისკენ, ერთმანეთისა და არმიის დახმარებისკენ მოუწოდა.

„უკრაინელების ბედი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენს უკან სიმართლეა. ჩვენი ხასიათის განადგურება არ გამოუვათ. ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ „კალიბრის" რაკეტები უძლურია", - აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს მაინც მოუწევს მათთან საუბარი იმაზე, როგორ დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და შეაჩერონ ეს შეჭრა.

„რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით ნაკლები დანაკარგი იქნება თავად რუსეთისთვის", - აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის ლიდერმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა: „რუსეთის ფედერაციის ძვირფასო მოქალაქეებო, როგორც უკვე ვთქვი, დღეს ღამით დაიწყო გმირი ქალაქ კიევის საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა. ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. ყველა მოქალაქე, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოდის. ჩვენ თქვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, თქვენ ჩვენი შეისმინეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ", - აცხადებს ზელენსკი.

პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები ცეცხლს განურჩევლად ხსნიან.

„ასეთი თავდასხმის მიზანი ზეწოლაა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ, არამხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. დღეს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე გუშინ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა