კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი-ბადრი ჯაფარიძე

ნახვები: 323 მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი-ბადრი ჯაფარიძე

ახლა ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ მიმართული იმისკენ, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ როგორც სახელმწიფო, ვართ ერთიანი, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობა არის სიმშვიდის გარანტია, რაც ერთიან განცხადებებში, ერთად დგომაში უნდა გამოვლინდეს.

„თავდასხმა ოპოზიციაზე, ეპითეტების მიკერება და ამ ურთულეს მდგომარეობაში ასე ქცევა არის უპასუხისმგებლობა. ახლა ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ სწორედ მიმართული იმისკენ, რომ მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ როგორც სახელმწიფო ვართ ერთიანი, ყველა პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ გამოწვევები, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, გადავლახოთ ერთად და ამისთვის ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სწორედ სახელმწიფოებრივი პოზიცია.

სახელმწიფოებრივი პოზიცია არ არის სიჩუმე და რომ აგრესორს არ დაარქვა აგრესორი. არავინ ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავამწვავოთ ვითარება, პირიქით, ერთიანობა არის სიმშვიდის გარანტია, ერთიანობა უნდა იდგეს ოღონდ სახელმწიფოებრივ პოზიციაზე. ამ დროს სიჩუმე, კუთხეში მოფარება არ არის სწორი რეაგირება, ამ დროს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას და მათ შორის იმ მხარეს, საიდანაც საფრთხე მომდინარეობს, რომ ჩვენ, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ყველანი ერთიანი ვართ. ეს ერთიანობა უნდა გამოვლინდეს ერთიან განცხადებებში, ერთად დგომაში და არა ის, რომ ერთი მხარე იმალებოდეს სადღაც და მეორე მოუწოდებდეს, რომ მოდით, ერთად შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ამ გამოწვევებზე, რომელიც ახლა ჩვენს სახელმწიფოს უდგას. ასე არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა, როგორც იქცევა, მაგრამ დღეს გვაქვს ეს ძალა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ შევძლოთ ყველამ, ვისაც გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენ ხალხს ვაჩვენოთ, რომ ერთად ვდგავართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მცდელობა, იმისთვის, რომ ჩვენმა ხალხმა იმედი არ დაკარგოს.

„ქართული ოცნების" ქცევა არის ცალსახად გამოკვეთილი ინერტული დამალვის მცდელობა, იქნებ ჩაიაროს ამ საფრთხემ. რა თქმა უნდა, საფრთხემ რომ ჩაიაროს, საფრთხეს უნდა დაანახო ერთიანობა და მზადყოფნა, რომ იბრძვი შენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ამ შემთხვევაში ჩაივლის", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა