კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა

ნახვები: 393 ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებასა და სანქციების გაუქმებაზე საუბარი უადგილო და უსარგებლოა.

"ჩვეულებრივი უკრაინული ქალაქები: ხარკოვი, სუმი, დნეპრი. ჩვეულებრივი ცხოვრება და რუსული დარტყმები, რომელიც არასდროს უნდა ხდებოდეს. უკრაინაში ყოველდღიურად ხდება ფართომასშტაბიანი თავდასხმები თავდასხმის დრონებით, რომელთა უმეტესობა "შაჰედებია". სწორედ ირანმა ასწავლა რუსეთს ასეთი თავდასხმის დრონების წარმოება", - წერს ზელენსკი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ ხარკოვზე ათზე მეტი შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახლები და დაშავდა ხალხი.

„არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გაიაროს ეს. ამ ფონზე, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებაზე, სანქციების გაუქმებასა და მსგავს რამეზე საუბარი ნამდვილად უადგილო და უსარგებლოა. რუსეთი ყოველდღე კლავს და ახანგრძლივებს ამ ომს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება უკვე ნახევარი თვეა მაგიდაზეა“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად და დიპლომატიის "უფრო სწრაფად და სრულად" მუშაობისთვის საჭიროა რუსეთზე ზეწოლა.

"რუსეთზე ზეწოლის გარეშე შედეგი არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსებმა წუხელ ხარკოვს, სუმსა, დნეპრს დრონებით შეუტიეს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, დაშავდნენ ადამიანები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა