კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ

ნახვები: 515 ურსულა ფონ დერ ლაიენი - აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ

აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მისაღებად მზად ვართ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„საპასუხო ზომების მიღება არ გვსურს, მაგრამ თუ საჭირო იქნება ჩვენ საპასუხო ზომების ძლიერი გეგმა გვაქვს და ჩვენ მას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი ტარიფებთან დაკავშირებით პრობლემის მოლაპარაკებების გზით გადაჭრაა.

„რა თქმა უნდა, ვაჭრობის სფეროში სერიოზული პრობლემები არსებობს: დისბალანსი, უსამართლო სუბსიდიები, ბაზრებზე წვდომის შესახებ უარი, ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა. მესმის ამერიკელების, როდესაც აცხადებენ, რომ წესებით სარგებელი სხვებმა მიიღეს. ამას ჩვენთვისაც ზარალი მოაქვს და მოდით, ამაზე ვიმუშაოთ. ტარიფები, გამონაკლისის გარეშე, საქმეს აუარესებს და არ აუმჯობესებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა