კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ

ნახვები: 369 რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს აკონტროლებენ.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ჩერნობილის ატომური სადგურის ტერიტორია რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების დანაყოფებმა 24 თებერვალს დაიკავეს.

მისი განცხადებით, უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაცვის ბატალიონის სამხედროებთან მიღწეულია შეთანხმება სადგურის ენერგობლოკებისა და დამცავი სარკოფაგის უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის თაობაზე.

როგორც კონაშენკოვმა აღნიშნა, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ნაციონალისტური ფორმირებები და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ ისარგებლებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ბირთვული პროვოკაციების მოსაწყობად.

„რადიოაქტიური ფონი ბირთვული ელექტროსადგურის რაიონში ნორმაშია", - აღნიშნა კონაშენკოვმა.

ამავე დროს, უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ჩერნობილის ზონაში რადიაციის დონის ზრდა შეინიშნება. ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა აღნიშნულ ტერიტორიაზე ოკუპაციისა და საბრძოლო მოქმედებების გამო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა